აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. კომიტეტის შეხვედრაზე წევრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით და მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ზომიერ რეაქციას რუსეთის პროვოკაციებზე. შეერთებულმა შტატებმა ასევე, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ევროპული ინტეგრაციის, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან; მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას სწრაფად განხორციელდეს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას უწყვეტი ორმხრივი სტრატეგიულ პარტნიორობის გასამტკიცებლად.
სტრატეგიული პარტნიორობის კომიტეტი მიესალმება საქართველოს მზარდ ეკონომიკურ როლს რეგიონში, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის, რაც ასევე წარმოაჩინა ბოლო წარმატებულმა “აბრეშუმის გზის ფორუმმა”. კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება, რათა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულების მეშვეობით და შემდგომი საქართველოს განახლებადი ენერგიის რესურსები განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობა, თანასწორი და კონკურენტუნარიანი, თანაბარი პოლიტიკური გარემოს არსებობა პარტიებისა და კანდიდატებისათვის არჩევნებამდე, არჩევნების დროსა და მის შემდეგ 2016 წლის ოქტომბერში. შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიასივრცის შენარჩუნება. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ასრულებს პროცესში. აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, როგორც ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ საკითზე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
აშშ-მა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევის მიმართ, რომ განავრცოს საკუთარი შეღწევადობა და სერვისები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ უნდა გაიზარდოს თანამშრომლობა, რათა მოხდეს რუსული შეტყობინებების და საქმიანობის მონიტორინგი და რეაგირება ამ რეგიონებში.