ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ქინძის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

3 ნოემბერი, 2015 •
ღარიბაშვილი: ქინძის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

“გავრცელდა ოდესის გუბერნატორის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩვენ ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ. იმიტომ, რომ დღეს ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერ სხვა მოქალაქე”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა ესტონეთში ყოფნისას ჟურბალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძესთან “რუსთავი 2”-ის თაობაზე  სისხლისღვრის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სისხლისღვრა “სტო პრო იქნება ქინძი ვიყო.”

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი