ახალი ამბები

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

3 ნოემბერი, 2015 • • 944
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში ურთიერთშელაპარაკებისას 1974 წელს დაბადებული მაია ჯ. მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავეს, ხოლო დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი