“ნამდვილად არ მინდა სააკაშვილზე ლაპარაკი, მაგრამ რადგანაც მეკითხებით, გიპასუხებთ. როდესაც სააკაშვილი გახდა ოდესის გუბერნატორი, მისი გადაწყვეტლება და არჩევანი უკრაინის მოქალაქეობის მიღება იყო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო დაეწყო სამართლებრივი პროცედურა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, არ ვაპირებ ვიყო მისი ადვოკატი და ვერც მის მომავალზე გავაკეთენ პროგნოზს. ამ ადამიანმა აირჩია საკუთარი გზაც და პოლიტიკური მომავალიც. დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში, ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს სივრცე პოლიტიკოსისთვის, რომელიც აქეზებს თავის თანაპარტიელებს და ტელევიზიის დირექტორებს მოახდინონ დაჯგუფეფბებისა და რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. ასეთი პიროვნების ადგილი, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსია თუ ჟურნალისტი, ციხეშია. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სააკაშვილის და მისი პარტიის წევრთა აუდიოჩანაწერები, სადაც ისინი საუბრობენ რევოლუციის მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე. ესაა მისი ოცნება. საქართველო დღეს ძლიერი, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერით.
აღნიშნული ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობის დროს, პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.