ნიჟარაძისა და ჯანაშიას დაბარება უკავშირდება იმ ჩანაწერის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, სოფო ნიჟარაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. ჩანაწერი დღეს გამოქყნდა უკრაინულ საიტზე.
ჩანაწერის მიხედვით, ისინი საუბრობენ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
დღესვე გავრცელდა მეორე ჩანაწერი, მიხეილ სააკაშვილსა და ”რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით 24 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო, რაც გულისხმოსბ შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი. ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა.









