ახალი ამბები

ცესკო: წინასწარი მონაცემებით მარტვილსა და საგარეჯოში ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს [განახლებადი]

1 ნოემბერი, 2015 •
ცესკო: წინასწარი მონაცემებით მარტვილსა და საგარეჯოში ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს [განახლებადი]

ამ დროის მონაცემებით, საგარეჯოში, ხმათა 45.83 %-ს ფლობს ირმა ინაშვილი, რაც 6981 ხმას უდრის. 75 ხმა აქვს ზურაბ ჯორბენაძეს, მიხეილ ანდღულაძეს -276, ხოლო გიორგი დავითაიამ 358 ხმის მოპოვება შეძლო.


02:55 საათის მონაცემებით, საგარეჯოში დაითვალა 48 უბანი, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს 6967 ხმით, ხოლო მარტილის მუნიციპალიტეტის ყველა უბანზე ასევე  “ქართული ოცნების” კანდიდატ სოსო დანელია 9620 ხმით.


00:40 წუთისთვის ცესკომ საგარეჯოში 50 უბნიდან დაითვალა 10 უბანი, ხოლო მარტვილში 39 უბნიდან 12 უბანი.

 

ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 უბანში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა მიიღო 825 ხმა, ქართული ოცნების კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა- 923 ხმა, ზურაბ ჯორბენაძემ – 8 ხმა, მიხეილ ანდღულაძემ  – 31 ხმა, გიორგი დავითაიამ – 19 ხმა. 

 

 

რაც შეეხება მარვილის 12 უბანს, ქაეღული ოცნების კანდიდატმა სოსო დანელიამ მიიღო 2445 ხმა, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ეთერ მეძველიამ – 1270 ხმა.

 

00:50 წუთისთვის შედეგები ასე გამოიყურება:

საგარეჯო: 12 უბანი 50 უბნიდან

 

8ირმა ინაშვილი1109(46.65 %)
41თამარ ხიდაშელი1171(49.26 %)
42ზურაბი ჯორბენაძე13(0.54 %)
43მიხეილ ანდღულაძე35(1.47 %)
44გიორგი დავითაია49(2.06 %)

 

მარტვილი 19 უბანი 39 უბნიდან:

 

8ეთერ მეძველია1924(30.36 %)
41სოსო დანელია4412(69.63 %)

 

1:22 საათის მიხედვით:

 

საგარეჯოს 17 უბანი 50-დან:

 

8ირმა ინაშვილი1708(47.05 %)
41თამარ ხიდაშელი1764(48.59 %)
42ზურაბი ჯორბენაძე16(0.44 %)
43მიხეილ ანდღულაძე54(1.48 %)
44გიორგი დავითაია88(2.42 %)

 

მარტვილის 28 უბანი 39-დან:

 

8ეთერ მეძველია2692(29.14 %)
41სოსო დანელია6544(70.85 %)

 

 1:47 საათის მიხედვით:

 

საგარეჯოს 17 უბანი 50-დან:

 

8ირმა ინაშვილი3033(47.25 %)
41თამარ ხიდაშელი3067(47.78 %)
42ზურაბი ჯორბენაძე29(0.45 %)
43მიხეილ ანდღულაძე108(1.68 %)
44გიორგი დავითაია182(2.83 %)

 

 მარტვილის 28 უბანი 39-დან:

 

8ეთერ მეძველია3209(27.91 %)
41სოსო დანელია8286(72.08 %)

 

2:17 სააათის მონაცემებით: 

 

საგარეჯოს 48 უბანი 50-დან (დარჩენილია მხოლოდ მე-13 და 50-ე უბნები):

 

8ირმა ინაშვილი6880(47.48 %)
41თამარ ხიდაშელი6967(48.08 %)
42ზურაბი ჯორბენაძე66(0.45 %)
43მიხეილ ანდღულაძე243(1.67 %)
44გიორგი დავითაია334(2.3 %)

 

მარტვილის 39-ვე უბანი

8ეთერ მეძველია3641(27.45 %)
41სოსო დანელია9620(72.54 %)

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 ოქტომბერს გამართული საკრებულოსა და პარლამენტის შუალედური არჩევნების არც ერთი ოქმი არ აუტვირთავთ 00:30 საათამდე, ვებგვერდზე პირველო მონაცემები მხოლოდ ამ დროის შემდეგ გამოჩნდა. ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე დღის განმავლობაში გამართულ ბრიფინგებზე აცხადებდა, რომ “მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ აიტვირთება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.”
 
 
ის, რომ ამ დრომდე ოქმები არ იყო ატვირთული, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ შემდეგნაირად ახსნა: “საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიდნენ ხმებს, უბნების უმრავლესობამ დაასრულა უკვე ხმის დათვლის პროცედურები. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები ჯერ უნდა მივიდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან იტვირთება. ამის შემდგომ გამოჩნდება შვენება მონაცემთა ბაზაში. 5-10 წუთში ღია იქნება მონაცემები,”- განაცხადა სპიკერმა ნეტგაზეთთან 00:37 საათზე.
 
 

ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი