სამნიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ინფორმაცის იგი საარჩენო უბნებიდან მიღებული ოქმებში ხმების დათვლის მიხედვით ფლობს. სამნიძის თქმით, ეს ოქმები კოალიციის კომისიის წევრებმა საარჩევნო შტაბში გააგზავნეს და მათ უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.
“ამ ოქმების მიხედვით, არჩევნები მოვიგეთ და ამიტომ ვზეიმოთ ამ გამარჯვებას”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე არ არის დათვლილი ყველა ხმა, თუმცა მათ იციან, რომ ხიდაშელის უპირატესობა არის 574 ხმა.