ახალი ამბები

ინაშვილი: არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს

31 ოქტომბერი, 2015 •
ინაშვილი: არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს

“ეს სიმართლე არ არის. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს. სამაგიეროდ, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად პატარძეული-საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის მანქანები. რა კავშირი აქვს სამხედრო პოლიციის კოლონას ამ არჩევნებთან”, – აცხადებს ინაშვილი. 

 

ინაშვილი ხიდაშელის სხვა ბრალდებებსაც ეხმაურება.

 

“მე არავის ვადებ ხელს ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით, ამას სჭირდება ფოტომასალა, აუდიომასალა. ჩვენც გვქვს სხვადასხვა მასალა და ჩვენც ვართ შეწუხებული სხვადასხვა კანდიდატის ნასვამი მხარდამჭერების დებოშით, მაგრამ ხელს არ ვადებთ არვის. ამას ანალიზი სჭირდება. რაც შეეხება გასვიანის თემას, მოხდა ძალიან სერიოზული ინციდენტი გიორგიწმინდაში. როდესაც სოფლის გამგებელი საარჩენო უბანთან დგას, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის იქ ქმნის პროვოკაციის კერას და უბიძგებს პროვოკაციებისკენ. რატომ არ შეცვალეთ კანონები, რომელიც არ ზღუდავს გამგებლების ჩართვას პროცესში? 

 

რაც შეეხება გინებას, მეც მაგინებდნენ სხვადასხვა უბნებზე, ეს არის ემოციებიდან გამომდინარე. ძალიან დაძაბული არჩევნები მიდის საგარეჯოში. შეიძლება მასაც აგინებენ. მგონი, გინებაში არ არის დიდი პრობლემა. მთვარია ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ”. 

 

საგარეჯოში მაჟორიტარობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის ის წარმომადგენელი, რომლის შესახებაც დღეს გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილდება, მიხეილ ცილიკაშვილია [ყოფილი პოლიტპატიმარი]. ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ცილიკაშვილს იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს, თუმცა იგი არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილებას ნეგატიურად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი