ასევე თამარ ხიდაშელმა დღეს, 18:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა კიდევ ერთი სახელი და გვარი თორნიკე გასვიანი, რომელიც მისი თქმით, უბნებთან გადაადგილდება და ხიდაშელის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებს.
ხიდაშელის თქმით, საქმის კურსში არიან სამართალდამცველი უწყებებიც, თუმცა იგი რეაგირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
თამარ ხიდაშელის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებში სწორედ ის იგებს და არა ირმა ინაშვილი. მისი განცხადებით, ინაშვილის მხარდამჭერები განსაკუთრებით იმ უბნებში აქტიურობენ, სადაც იციან, რომ უჭირთ.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან იცის ხიდაშელმა, რომ იგი ამ დროისთვის არჩევნებში ლიდერობს მაშინც, როცა კენჭისყრა ფარულია, მაჟორიტარობის კანდიდატი ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, კენჭისყრის ფარულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მათმა აქტივისტებმა წინასწარ შეისწავლეს ინფორმაცია, თუ ვინ ვის მიმართ გამოხატავდა პოლიტიკურ სიმპათიებს და ისინი აფიქსირებენ, მიდიან თუ არა მათი მხარდამჭერები არჩევნებზე.