“ვერ მოვერიეთ ტერორს, ცუდია, რომ ვერ მოვერიერთ იმას, რასაც სააკაშვილის დროს ვებრძოდით. იმიტომ ვამბობდით, შეაჩერეთ მინისტრების ჩართულობა არჩევნების პროცესში. ახლა მივიღეთ ის, რომ მთელი კახეთის სატყეოს თანამშრომლები ახლა აშანტაჟებენ ამომრჩეველს იმით, რომ ხე -ტყის მასალის მოჭრის და დამუშვების შესაძლებლობას არ მისცემენ, თუკი სახელისუფლებო კანდიდატს არ მისცემენ ხმას. შეაჩერეთ გარემოს დაცვის მინისტრი”, – აცხადებს ინაშვილი.