“20-30 [ლარის დარიგება ამომრჩეველისთვის] რას ნიშნავს? იმის გამო [ტელეკომპანია ჯი-დი-ესის გადაცემა 2030] თქვეს ეს რიცხვები? ნებისმიერ ბრალდებაზე მზად ვართ, რომ პასუხი ვაგოთ, ოღონდ ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს ბრალდებები ფანტაზიები არ უნდა იყოს – ფაქტებით უნდა იყოს გამაგრებული. თანამედროვე ტექნიკური საშუალებები იძლევა იმის საშუალებას, რომ მინიმუმ დავაფაქსიროთ ფაქტები. ჩვენ მუქარის რამდენიმე ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული და უახლოეს ბრიფინგზე, რომელსაც ჩვენი კანდიდატი გამართავს, საზოგადოება ამ კადრებს იხილავს, მოისმენს იმ მუქარის სიტყვებს, რომლებიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან, ხან აზერბაიჯანული დასახლების ზონაში არიან, ასევე დაფიქსირდნენ გიორგიწმინდაში შეხლა-შემოხლის დროს… მათ შორის დაფიქსირდა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით. მე არ ვიცი, აქვს თუ არა ამ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საარჩევნო პროცესის დროს შეიარაღებული ადამიანის გამოჩენა… მეც მაქვს იარაღის ტარების უფლება, მაგრამ ამით არ ვსარგებლობ, მით უმეტეს, ამ ვითარებაში რა საჭიროა, ამიტომ შეიძლება იქით ვილაპარაკოთ ზეწოლაზე, პროცესის დაძაბვაზე, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი შტაბი საკმაოდ მშვიდად მიყვება პროცესს. ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით საქმის კურსში ვაყენებთ შესაბამის ორგანოებს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებული გვყავს და მას ნებისმიერ ინფორმაციას ვაწვდით. ჩვენ არ ვჭორაობთ, ჩვენ მზად ვართ სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მოქმედებებზეც და ასევე მზად ვართ პასუხი მოვთხოვოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებას შეუშლის ხელს”, – აცხადებს აგულაშვილი.
ჟურნალისტების კითხვას, ვინ არიან ის ადმიანები, ვინც ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებებით სხვადასხვა უბანზე გადაადგილდებიან, ამჟამად შვებულებაში მყოფი გარემოს დაცვის მინისტრი პასუხობს:
“მე ყველას სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ზოგიერთი მათგანი იდენტიფიცირებული გვყავს. მე იურისტი ვარ, უდანაშუალობის პრეზუმფციას პატივს ვცემ და არ დავსახლებ მათ სახელებსა და გვარებს. ჩვენ პოლიციას შევატყობინეთ ამის თაობაზე. შევატყობინეთ იმ მანქანების ნომრები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები”.
მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო მეტად პატრიოტთა ალიანსთან არიან ასოცირებულები, ვიდრე სხვა კანდიდატებთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მონაცემები სხვა კანდიდატების მხრიდან რაიმე დარღვევების თაობაზე”.
რაც შეეხება შეიარაღებულ პირს, რომლის შესახებაც აგულაშვილი საუბრობს, ნეტგაზეთის კითხვას, არის თუ არა ეს ადამიანი იდენტიფიცირებული და კონკრეტულად რომელ უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, იგი პასუხობს:
“ეს ადამიანები ერთ კონკრეტულ უბანთან არ არიან. ისინი სხვადასხვა ადგილას მოძრაობენ. როდესაც ქამარზე, საზურგეში იარაღი გაქვს და პიჯაკი გაცვია, ის შესამჩნევია… ასე არ ყოფილა, რომ ვინმემ იარაღი ამოიღო და მისი დემონსტრირება დაიწყო, მაგრამ თუ ადგილი აქვს გარკვეულ შეხლა-შემოხლას, კამათს, გინებას, ეს ჩემი აზრით აღქმული უნდა იქნას როგორც ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
… მე ფეისბუკზე ვნახე ამ ადმაიანის სახელი, გვარი და ის ცალსახად იდენტიფიცირებულია პატრიოტთა ალიანსთან”.
აგულაშვილს უკვირს, როგორ ვერ დააფიქსირა ვერც ერთმა კამერამ “ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, რის შესახებაც ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
“თქვენი თვალით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, სად არის სიმართლე. მოსყიდვის ფაქტი როგორ დაიმალება? მე სხვა ინფორმაცია მაქვს. ვიცი ერთი ადმაიანი, ვისაც მისცეს არა 20 ან 30 ლარი, არამედ 20 ლიტრი საწვავის ტალონი და მიიყვანეს უბანზე ხმის მისაცემად. ჩვენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს შევატყობინეთ”, – აღნიშნავს აგულაშვილი.