ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ასევე გაუწია ეკლესიას ფინანსური დახმარება რესტავრაციის პროცესში, აცხადებს, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ორ ერს შორის კამათის მიზეზი მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხდება.
”ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლათ ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც დღეს გრძელდება, ორ ერს შორის არის, შეიძლება ითქვას, ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური – ვკამათობთ რომელი ისტორიული ძეგლი ვის ეკუთვნის; და თუ საერთოდ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
გახსნის პარალელურად ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა ჯგუფმა სომხეთში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააპროტესტა, თუმცა მათ ეკლესიასთან მიახლოების უფლება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.