“მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქმეთა დროებით რწმუნებულს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა. ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედიასაშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.
გუშინ, 29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით





