“ვიცი ამის შესახებ, ისევე როგორც იცის ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც თვალს ადევნებს ქართულ მედიას. კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ თემაზე. ჩანს, რომ ეს იყო კერძო საუბრები, რომელიც შემდეგ გაუშვა სხვადასხვა მედიასაშუალებებმა. მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მედიის პასუხისმგებლობაში შედის, იყოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალობა უზრუნველყოს. არ მიმაჩნია, რომ რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას ჰქონდეს საშუალება, რომ მოიპოვოს სატელეფონო საუბრები და გააშუქოს. ამდენად, ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ საუბრებზე, რომლის წარმოშობაც არ ვიცით. არ ვიცით, როგორი გზითაა ის მოპოვებული”, – განაცხადა იან კელიმ.
გუშინ, 29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით. აღნიშნულ ჩანაწერებში ექსპრეზიდენტი უცხოელების რეაქციით ინტერესდება და კითხულობს- “ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან”?