“შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, 29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბრიდან იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით