ახალი ამბები

ახალგახსნილ კინოთეატრ “კავეას” მოსაცდელი დარბაზის ჭერი ჩამოინგრა

30 ოქტომბერი, 2015 •
ახალგახსნილ კინოთეატრ “კავეას” მოსაცდელი დარბაზის ჭერი ჩამოინგრა

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დარბაზის ჭერის ჩამონგრევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

 

“შეტყობინება ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა იმის შესახებ, რომ შემთხვევის შედეგად დაზარალდა ერთი ქალბატონი, რომელიც ითხოვდა შველას. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა ორი სამაშველო და ორი სახანძრო ჯგუფი. მაშველებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანება, გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხალხის ევაკუაციაც”, – წერია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცახადებაში.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კინოთეატრში ყველა დღევანდელი სეანსი გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი