ახალი ამბები

პრეზიდენტი: დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

30 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი: დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

“მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დასრულებულია, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და, სამწუხაროდ, მიწვეს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისივე თქმით, ადამიანი – მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და დაუშვებელია ამით თამაში.


“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად!”- განაცხადა პრეზიდენტმა.


 

გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით.

 

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბრიდან იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით. სუს-ის ცნობით, ისინი ასევე დაკითხავენ გუშინდელი სატელეფონო საუბრის მონაწილეებს და დაადგენენ ამ ჩანაწერების წარმომაველობასა და ავთენტურობას.


მასალების გადაბეჭდვის წესი