“ივანიშვილმა… დღეს გამოაცხადა, რომ ასრულებს ერთ-ერთ რუსულ დაკვეთას და მე მიხურავს გზას საქართველოს არჩევნებისკენ. იმიტომ, რომ უნდა ჩამომართვას საქართველოს მოქალაქეობა. მას შემდეგ, რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა. ამ პირობებში, რუსთავი 2 არის ბოლო ბარიერი, რომელიც მას აკავებს იმიტომ, რომ სანამ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება, ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება”, – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას, რომ მთავრობა იწყებს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.
ამიტომ, აცხადებს წულუკიანი, სააკაშვილს აცნობებენ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
Звернення грузинською у зв’язку зі спробою грузинської влади захопити найбільшу грузинську телекомпанію, а також ініціація процеса позбавлення громадянства Грузії Михаіла Саакашвілі.–Обращение на грузинском языке в связи с попытками грузинских властей захватить крупнейшую грузинскую телекомпанию, а также инициация процесса лишения гражданства Грузии Михаила Саакашвили.
Posted by Mikheil Saakashvili on Friday, October 30, 2015