ახალი ამბები

წულუკიანი: ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს

30 ოქტომბერი, 2015 •
წულუკიანი: ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს

“დღეს, 30 ოქტომბერს ჩვენ ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს. აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება ოდესაში მიხეილ სააკაშვილსაც, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. შემდეგ შედგება დასკვნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

 

მისი განმარტებითვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. 

 

“როდესაც ჩნდება ასეთი ინფორმაცია, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვალდებულებაა, რომ დარწმუნდეს, რომ ეს ინფორმაცია არის სანდო, საფუძვლიანი და დამადასტურებელი ფაქტის შემთხვევაში, იწყება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურა. დგება დასკვნა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს ეგზავნება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინის სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული მოქალაქეობა იყო რეალური და იყო დღეისთვის ძალაში, ჩვენ მივმართეთ უკრაინის სახელმწიფოს. ამის მერე პასუხი იგვიანებდა. მოგვიწია არაერთი შეხსენება. ბოლოს ოფიციალურად, 19 ოქტომბერს ჩემი მოადგილე დაუკავშირდა კიევში საქართველოს საელჩოს და ითხოვა, რომ ეს წერილი უპასუხოდ არ დაეტოვებინათ. 23 ოქტომებრს შემოვიდა ოფიციალური ნოტა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი