დღევანდელ პროცესზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართეს, რომ გადაედო პროცესი ორშაბათისთვის. ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით, მათ არ მიეცათ გონივრული ვადა, რომ ექსპერტ შოთა ივანაშვილის დაკითხვის ჩანაწერს გაცნობოდნენ და დაემუშავებინათ.
ივანაშვილი სასამართლოზე გუშინწინ დაიკითხა, გუშინდელი სხდომა მოსამართლემ რ2-ის იურისტების ანალოგიური მოთხოვნის გამო გადადო დღეისთვის.
რუსთავი 2-ის ადვოკატების მოთხოვნას სხდომის გადადებაზე დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.