“რუსთავი 2 იხსნის პასუხისმგებლობას კომპანიის დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე, რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია. ჩვენ ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ აქ შემოსული ადამიანებიდან ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროვოცირებას პროცესების იმგვარად, როგორც სასურველია რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის. არ გამოვრციხავთ, რომ ასეთი პროვოკატორები არსებობდნენ ჩვენს შიგნითაც. იმდენად, რამდენადაც ერთხელ უკვე განვითარებულმა მოვლენებმა [ფარული ჩანაწერები] ცხადყო, რომ ჩვენ ვერ ვაკონტორლებთ ბოლომდე პროცესებს. ამგვარად, ამ მოვლენებზე ვიხსნით პასუხისმგემლობას. არ მოვუწოდებთ არავის შეიკრიბოს და დაიცვას რუსთავი 2, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვაკეთებდით”, – განაცხადა გვარამიამ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბფირიგნზე.
გვარამიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი პირდება საზოგადოებას, რომ უსაფრთხოება დაცული იქნება, მისთვის ეს სიტყვები არაა სარწმუნო.
“გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერი არათანმიმდევრულია თავის დაპირებებში და ძალიან ხშირად ცრუობს”.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელმაც “სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა რუსთავი 2 და იძულებული გაგვხადა, ვეძებოთ სხვა, კონსტიტუციით გარანტირებული გზები საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენ გვაქვს ჩვენ მიერ არჩეული გეგმა, ვუსმენთ ყველას და ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ იმიტომ, რომ ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით რუსთავი 2 არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ ქმედებებზე, მთავრობის შეცვლაზე და ვიღაცის მთავრობაში გაყვანაზე, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი, – თავისუფლად მაუწყებლობა, პროცესების იმგვარად შესრულება, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ხელისუფლება, მეორეხარისხოვანია ჩვენთვის”.
გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და “ბოევიკების” გამოყენებით.
გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.