ახალი ამბები

სუს-ი ფარულ ჩანაწერებში მონაწილე ბოკერიას, გვარამიას და სააკაშვილის დაკითხვას აპირებს

30 ოქტომბერი, 2015 •
სუს-ი ფარულ ჩანაწერებში მონაწილე ბოკერიას, გვარამიას და სააკაშვილის დაკითხვას აპირებს

იზორიას თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უკვე 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იზორიას თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანაშმრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები:

 

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის და ავთენტურობის დადგენა, დაიკითხება საუბრის მონაწილე ყველა პირი”, – განაცხადა იზორიამ.

 

მისივე თქმით, სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს დახმარების მიზნით.

 

გუშინ გავრცელდა უკრაინულ საიტზე ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და “ბოევიკების” გამოყენებით.


გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.

ლევან იზორია
ლევან იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი