BBC-ს ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ყველა წყვილს ორი შვილის ყოლის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნისტურმა პარტიის ლიდერებმა მიიღეს.
ჩინეთში სადავო “ერთი შვილის პოლიტიკა” 1979 წლიდან არსებობს იმ მიზნით, რომ “ქვეყანაში მოსახლოების რაოდენობის ზრდა შეამციროს”. თუმცა, BBC-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერებს “მოსახლოების დაბერების” საფრთხემ ცვლილებებისაკენ უბიძგა. BBC-ის ინფორმაციით, “ერთი შვილის პოლიტიკამ” დაახლოებით 400 მილიონი ბავშვის დაბადებას შეუშალა ხელი.
იმ წყვილებს, რომლებიც დადგენილ წესს არღვევდნენ, რამდენიმე ფორმით სჯიდნენ, მათ შორის იყო დაჯარიმება, სამსახურის დაკარგვა და იძულებითი აბორტი. 2013 წლიდან იმ წყვილებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მაინც დედისერთა იყო, ორი ბავში ყოლის უფლება მიეცათ.