ახალი ამბები

“მე და საზოგადოების” საკითხზე საპატრიარქოს წარმომადგენლები სამინისტროში იმყოფებოდნენ

29 ოქტომბერი, 2015 • • 1168
“მე და საზოგადოების” საკითხზე საპატრიარქოს წარმომადგენლები სამინისტროში იმყოფებოდნენ

სამინისტროში განმარტავენ, რომ სანამ “მე და საზოგადოება” დაინერგება, ყოველთვიურ რეჟიმში სამინისტრო ხვდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, აინტერესებდათ საგნის პროექტის დოკუმენტში მიმდინარე ცვლილებები.  

 

აქვე, სამინისტროში განმარტავენ, რომ ტერმინებთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. 


საპატრიარქოს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს და შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა. როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, მოხდა გარკვეული ტერმინების ამოღებაც. თუმცა ტერმინების ამოღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ ადასტურებენ.


განათლების სამინისტრო დაწყებით კლასებში ახალი საგნის “მე და საზოგადოება” შეტანას გეგმავს.





მასალების გადაბეჭდვის წესი