ახალი ამბები

პრეზიდენტი: ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი

29 ოქტომბერი, 2015 • • 1042
პრეზიდენტი: ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი

“აქ ძალიან მნიშვნელოვანია 2 პარამეტრი: ერთი, რომ არ ყოფილა მომატება საპირისპირო, ევრაზიული მიმართულების მხარდამჭერთა რაოდენობაში, ის სტაბილურად არის, რაც იყო წინა კვლევის დროს; მაგრამ კლება შევამჩნიეთ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. ეს, ჩემი აზრით, არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას, ეს უბრალოდ რეალისტური დამოკიდებულებაა საზოგადოების, რომელიც, გამომდინარე იმ შენელებული პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, აისახება მოსახლეობაზე.”


მარგველაშვილის განცხადებით, ვხედავთ არა საპიროსპირო ტრენდის მიმართულებით გადასვლას, არამედ საზოგადოების ადეკვატურ სკეპტიციზმს.


“საზოგადოებამ, რომელსაც სჯერა ამ მიმართულების, საზოგადოებამ, რომელსაც სჯერა ამ ორიენტაციის, საზოგადოება, რომელიც აღიქვამს თავის თავს საკმარისად თავის თავში დარწმუნებულად, რომ შეუძლია სხვაც დაარწმუნოს იმაში, რომ ეს უცვლელი ღირებულებებია და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, თავის თავზე უნდა აიღოს ამ იდეების პოპულარიზაცია და იმუშავოს იმისთვის, რომ შედეგები იყოს განსხვავებული. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კურსის, ამ ორიენტაციის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, მე კი არ ვფიქრობ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ეს კარგია, მაგრამ მთავარი იდეოლოგიური დარტყმა, რაც მოდის რუსეთის პროპაგანდიდან, ეს არ არის კამათი იმის თაობაზე, ეს კარგია თუ ცუდი, მესიჯი მდგომარეობს შემდეგში: ეს არარეალურია და ბუნებრივია, ამ პროპაგანდას თავისი შედეგები მოჰყვება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი