ახალი ამბები

ევროპარლამენტარების მიმართვა საქართველოს მთავრობას რ2-ის, ენმ-ს ოფისებზე თავდასხმაზე

29 ოქტომბერი, 2015 •
ევროპარლამენტარების მიმართვა საქართველოს მთავრობას რ2-ის, ენმ-ს ოფისებზე თავდასხმაზე

ღია წერილი ერთ-ერთი ხელმომწერის, მიხალ ბონის გვერდზე 28 ოქტომბერს გავრცელდა. ევროპარლამენტართა განცხადებით, მიმდინარე პროცესები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას უქმნის საფრთხეს.

 

“ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს – რადგან ვიაზრებთ საქართველოს, როგორც ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობასა და მხარს ვუჭერთ იმ პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში – გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას.

 

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ “რუსთავი 2”-ის, ქვეყნის წამყვანი და ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელევიზიის, შესაძლო მითვისებისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებით. ჩვენი აზრით, ეს საგრძნობლად შეზღუდავს პოლიტიკურ ველზე მოთამაშეთა რაოდენობასა და საფრთხეს შეუქმნის 2016 წლის საპარლამენტი არჩვნების სამართლიანობას.  

 

ჩვენ კვლავ ვრჩებით შეშფოთებული ყოფილი ლიდერებისა და მმართველი პარტიის წევრების დაკავებებით.მათ შორის ყოფილი პრემირ-მინისტრის, პრეზიდენტის, ყოფილი მინისტრებისა და ყოფილი მერის, ასევე სხვა ლიდერების.

 

ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასწარი დაკავებისას არაერთი ძალადობის ფაქტის, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელი სშეშლის, პოლიტიკური ნიშნით მოსამართლეთა წინასწარი შერჩევისა და სისტემური უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ფაქტებზე.

 

გარდა ამისა, ჩვენ შოკირებული ვართ ოპოზიციის რეგიონულ ოფისებზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით, რაც პრემიერ-მინისტრის მიუღებელ განცხადებას მოჰყვა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დააკავონ ამ ვანდალიზში მონაწილეები და გაასამართლონ ისინი.

 

ბოლოს, ჩვენ ვწუხვართ, რომ მმართველი კოალიციის ზოგიერთი წევრი აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ემსახურება იოსებ სტალინის რეაბილიტაციას – ისევე, როგორც ძეგლები, რომლებიც ხელახლა აღიმართება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ვწუხვართ და ვთხოვთ მოქმედ კოალიციას, რომ გამოიჩინოს მილიონობით უდანაშაულოდ გარდაცვლილთა ხსოვნის მიმართ პატივისცემა, მათ შორის ქართველების მიმართ.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და მის მმართველ კოალიციას, რომ გადახედონ ამ ნეგატიურ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებასა და საქართველოს ევროპულ გზას.

 

ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას და ევროპულ საგარეო საქმეთა სამსახურს თვალყური ადევნონ ამ საკითხებსს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,” – ნათქვამია ღია წერილში.

განცხადებას ევროპარლამენტის 13 წევრი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი