ახალი ამბები

საპატრიარქო მმკ-ს მიერ “ჰელოუინის” წინააღმდეგ გამართულ აქციას გაემიჯნა

29 ოქტომბერი, 2015 •
საპატრიარქო მმკ-ს მიერ “ჰელოუინის” წინააღმდეგ გამართულ აქციას გაემიჯნა

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან  საპროტესტო აქცია გამართა. შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.


28 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის [მმკ] წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელმწოდებით “ჰელოუინი დემონიზმი და ოკულტურობაა” და განათლების სამინისტროსგან სკოლებში მისი აღნიშნვის აკრძალვა მოითხოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი