ახალი ამბები

შტაინმაიერი: ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ საქართველოში გერმანული ბიზნესის მოცულობა

28 ოქტომბერი, 2015 • • 1331
შტაინმაიერი: ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ საქართველოში გერმანული ბიზნესის მოცულობა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებთ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.


მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დასახოს გზები საქართველოში გერმანული ბიზნესის მეტად განვითარებისთვის.


„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები. შეხვედრის დასაწყისში მივესალმეთ ერთობლივი ქართულ-გერმანული  ბიზნესის სემინარის მონაწილეებს. ეს არის პირველი ვორქშოპი, რომელიც ბერლინში იმართება. ქართველ კოლეგასთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ საქართველოში გერმანული ბიზნესის მოცულობა და გავაძლიეროთ ეს სფერო“, – განაცხადა შტაიმაიერმა.


თავის მხრივ საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში გერმანული ბიზნესისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ დამატებით შესაძლებლობებს იძლევა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი. 


„ორმხრივ თანამშრომლობაში, გერმანიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კერძოდ ქართულ ეკონომიკაში გერმანული ბიზნესისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავსუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ჩვენი ამოცანაა მაქისმალურად დავაინტერესოდ გერმანული ბიზნესწრეები საქართველოს საინვესტციო პოტენციალით, ამიტომ ვაფასებთ გერმანელი პარტნიორების მზაობას ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას“,- განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და გერმანული მარკეტინგული სააგენტო „Deutschland- Land der Ideen”-ის ეგიდით ტარდება სემინარი.  


ქართული მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ექსპორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ბიზნესასოციაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს,მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინიციატივა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით გაახმიანა 2014 წლის მიწურულს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

გიორგი კვირიკაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გიორგი კვირიკაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი