09:45 – ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში წარადგენს ორ ახალ პროექტს – “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” და ევროკავშირის და პროექტს სახელწოდებით “სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში”. მის.: სასტუმრო თბილისი მერიოტი;
10:00 – სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენცია “სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემების საერთაშორისო გამოცდილება“ გაიმართება;
10:30 – ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს საფონდო ბირჟის დამფუძნებელი, აქციონერი ვახტანგ სვანაძე და ბიზნეს და საგადასახადო სამართლის ადვოკატი და ლობისტი აკაკი ჩარგეიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ბიზნესისა და საკუთრების ხელყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით კვლავაც გრძელდება – ახალი ფაქტები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565;
11:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2–ის საქმის განხილვა განახლდება;
12:00 – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა. მის.: ოზურგეთი, კოსტავას ქ. გუბერნიის ადმინისტრაციის დარბაზი;
12:00 – ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტრი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ღონისძიება „ატლანტიკური საბჭოს“ მიერაა ორგანიზებული. მის.: სასტუმრო “Rooms Hotel”;
12:00 – თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: სოკოვანი დაავადებები და გადამხმარი მწვანე ნარგავები და ტყეები; 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და ქამრების შემოჭერა; შესარულებული სამუშაოს ანგარიში;
12:00 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, რომელიც პირადად დაესწრო “რუსთავი 2-ის” სასამართლო პროცესს, ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, ამ საკითხსაც ამომწურავად განიხილავს;
12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა;
12:30 – “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშს, ბიზნესის კუთხით საქართველოს რეალურ მიღწევებსა და ამ თემაზე პრემიერის გამოხმაურებას შეაფასებს;
13:00 – ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეზოში ტელევიზიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან;
15:00 – შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებთან ალექსანრე მაისურაძესა და ლევან დოლიძესთან. თემა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი. მის.: კლუბი ფრონტლაინი;
15:00 – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-12 სართული) ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება;
16:00 – თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიისმიერ ორგანიზებული მასტერკლასის მონაწილე სასტუმროების მენეჯერებს სერტიფიკატებს გადასცემს. მის: აბესაძის ქ. 7, სასტუმრო “სითი”;
17:00 – კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული პრემიის – „ახალი ქართული პიესა 2015“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება;