“სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი”,- განუცხადეს ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში.
დღეს, 28 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის [მმკ] წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელმწოდებით “ჰელოუინი დემონიზმი და ოკულტურობაა” და განათლების სამინისტროსგან სკოლებში მისი აღნიშნვის აკრძალვა მოითხოვეს.