ახალი ამბები

ბერძენიშვილი, დოლიძე, ჯაფარიძე: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის კომენტარების გამო

28 ოქტომბერი, 2015 •
ბერძენიშვილი, დოლიძე, ჯაფარიძე: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის კომენტარების გამო

“შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის, მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების – “ქართული ოცნების”, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” – ერთმნიშვნელოვან პოზიციას”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

 

განცხადებაშივე მოყვანილია „თავისუფლების ქარტია“, რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის – იოსებ სტალინის სურათები.

 

“რა თქმა უნდა, რომ ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველომ და მისმა მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებით, სტალინი გენიალური პიროვნებაა და მალე ყველა მიხვდება ამას. თოფაძის პროგმოზით, მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათს დაკიდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი