ახალი ამბები

სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე ექსპერტს კითხავს

28 ოქტომბერი, 2015 •
სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე ექსპერტს კითხავს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს დარჩენილი აქვს ექსპერტის დაკითხვა, მტკიცებულებებათა გამოკვლევა, მხარეთა პაექრობა და მხარეების საბოლოო რეპლიკები.

 

“ამის შემდეგ მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, თუმცა ამისთვის, სავარაუდოდ, დასჭირდება რამდენიმე დღე, როგორც თვითონ განაცხადა,”- განაცხადა პაატა სალიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სალიას განცხადებით, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

 

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, კითხვები, რომელსაც ექსპერტს დაუსვამენ, იქნება დაკავშირებული მის მიერ მომზადებულ დასკვნასთან, კერძოდ, რის საფუძველზე დაადგინა და შეაფასა ქიბარ ხალვაშის წილები 2006 წლის მდგომარეობით.

 

მურადაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია სასამართლო პროცესი დღესვე დამთავრდეს და ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად წარმართავს მოსამართლე პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი