09:00 სთ-ზე საასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციების, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის დარგში არსებული პრობლემების, დაავადებების პრევენციისა და მკურალობის, პროდუქტიულობის შემცირების გამომწვევი მიზეზების შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრება.
10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედებისთვის ასოციაცია ,,დეას“ ორაგნიზებით, კონფერენცია თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში” ჩატარდება. ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას საკონფერენციო დარბაზი (#6)
10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.
10:30 – ზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სეზონური, ვირუსული ინფექციები – რა მდგომარეობაა და როდის უნდა ველოდოთ დაავადების პიკს; რეკომენდაციები სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ზოგადად, მოსახლეობას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე “რუსთავი 2”-ის ეთერში ქიბარ ხალვაშის საქმის განხილვას შეაფასებს; იცავს თუ არა ხელისუფლება აზრის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CDSS) ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე გამართავს პრესკონფერენციას თემებზე: გაზპრომთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი; რუსთავი 2-ის პროცესი და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კამილიელთა ფსიქო- სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თიხის სახელოსნო და სენსორული ინტეგრაციის ოთახი იხსნება. მისამართი: თემქა, მე-11 მიკრორაიონი, მეორე კვარტალი, ანაპის 414 დივიზიის ქუჩა # 11
12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცესკოსა და სწავლების ცენტრის საქმიანობის შუალედურ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: „სასტუმრო რუმსი“, მ. კოსტავას #14
19:00 საათზე, ჩაის სახლში (მის: ლაღიძის #2) ჟურნალ FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
19:00 საათზე, ალ. გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება საზეიმო საიუბილეო საღამო.