ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: გალში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვა წინდაუხედავი პოლიტიკაა

27 ოქტომბერი, 2015 •
ზაქარეიშვილი: გალში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვა წინდაუხედავი პოლიტიკაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, 27 ოქტომბერს საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა.  

 

“მინდა, აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე. აფხაზებს, როგორც საქართველოს ავტოქტონ მოსახლეობას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენს საზოგადოებაში და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს მშენებლობაში. აფხაზურ ენას, საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ორივე ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ამოცანის შესრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენა ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი ქართული ენა მშობლიურია. მიუხედავად მზარდი სირთულეებისა, მიზნის მისაღწევად ქართულმა და აფხაზურმა საზოგადოებებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რადგან აფხაზური და ქართული კულტურა მონათესავე, ახლო კულტურები არიან და ეს არის საერთო ინტერესი”, – წერს ზაქარეიშვილი. 


პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი