ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვერ ვხედავ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეებს

27 ოქტომბერი, 2015 •
უსუფაშვილი: ვერ ვხედავ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეებს

“ვისურვებდი, ყველა პოლიტიკურმა მხარემ, საჯარო მოხელემ, ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას. ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულები თუ დანიშნულები, რომ ეს გავაკეთოთ, თორე აღშფოთება ადამიანებს შეუძლია სახლში სამზარეულოშიც, არ ჭირდება ამას დიდი მონდომება”. 

 

დავით უსუფაშვილის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა – “ჩვენ ხშირად ვხვდებით და მომავალშიც შევხვდებით”.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხევითაც იგი იწყებდა პოლიტიკურ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების და დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით.

 

“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი