ახალი ამბები

პრეზიდენტი ილია II-ს შეხვდა და მშვიდობის დამკვიდრებისთვის მადლობა გადაუხადა

26 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი ილია II-ს შეხვდა და მშვიდობის დამკვიდრებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მადლობა გითხრათ იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, – ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის.

 

დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში.  დიდი მადლობა ამ ძალიან  მნიშვნელოვანი გზავნილისათვის.

 

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და  ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილია მეორემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები “ხმაურიანი ხალხია” და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება.

 

საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქ ილია მეორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს შეხვდა. 10.26.2015
გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს შეხვდა. 10.26.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი