NATO-ს წარმომადგენლის განმარტებით, ალიანსი საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება, ისევე, როგორც სასამართლოს თავისუფლება, ფუნდამენტური პრინციპებია.
ჯეიმს აპატურაი NATO-ს კვირეულის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.