ახალი ამბები

აპატურაი: კიდევ უფრო მტკიცედ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

26 ოქტომბერი, 2015 •
აპატურაი: კიდევ უფრო მტკიცედ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ჯეიმს აპატურაიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს, 26 ოქტომბერს, დახურული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.


აპატურაის თქმით, საქართველო წარმატებით და მაღალ დონეზე ახორციელებს არსებითი პაკეტის პუნქტებს. მან კვლავ გაუსვა ხაზი საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახნის მნიშვნელობას და საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში. 

 

“დარწმუნებული ვარ, ეს ორი დღე იქნება პროდუქტიული, რომ სწორად დავგეგმოთ გზა, რომელიც ვარშავის სამიტამდე უნდა გავიაროთ”, – განაცხადა ხიდაშელმა. 

 

საქართველოში დღეს ნატოს კვირეული დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

 

NATO-ს კვირეულს ახორციელებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.

 

ნატოს კვირეულის ცალკეულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მერვედ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ვარშავის სამიტამდე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო ღონისძიება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი