ახალი ამბები

ნარმანია: ივანიშვილმა კითხვებს ობიექტურად და თამამად გასცა პასუხები

25 ოქტომბერი, 2015 •
ნარმანია: ივანიშვილმა კითხვებს ობიექტურად და თამამად გასცა პასუხები

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ძალიან ბევრ კითხვას ობიექტურად და თამამად გასცა ის პასუხები, რა პასუხებსაც საზოგადოება ელოდებოდა. გუნდმა გააკეთა და მიაღწია, რასაც მიაღწია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ის, რაც არის თითოოეული ჩვენგანის ქართული ოცნება, ნამადვილად ახდება”, – განაცხადა ნარმანიამ.


ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლის საკითხზე პოზიციას არ ცვლის. ივანიშვილი თვლის, რომ მარგველაშვილი ზემოხსენებულ სასახლეში არ უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ივანიშილმა ლარის გაუფასურება რეგიონული ფაქტორებით ახსნა. მან ასევე თქვა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი იზრდება, ხოლო პირადად მას არავითარ არაფორმალური მმართველობის ბერკტები არ გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი