10:00 საათზე თბილისის მერი, დავით ნარმანია პირველი კლასიკური გიმნაზიის ტერიტორიაზე „თბილისი-მარათონს“ გახსნის.
10:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტები ნინო ჯღარკავა, გიორგი ფოფხაძე და ნოდარ ჩაჩუა გააკეთებენ სპეციალურ განცხადებას კვესიტაძის გადაცემმა „აქცენტებში“ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლზეც ნინო ჯღარკავამ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე მოსთხოვა.
14:00 საათზე თბილისის მერი, დავით ნარმანია პარლამენტის წინ „თბილისი-მარათონის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „დედაენელები“ დაესწრება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების, მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, სხვა მოწვეული სტუმრები.