ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის სასახლის საკითხზე ხმას ამოიღებს და ხალხსაც აიყოლიებს

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის სასახლის საკითხზე ხმას ამოიღებს და ხალხსაც აიყოლიებს

“[პრეზიდენტი] ისეთ სასახლეს იყენებს, რომელიც 16 ათასი კვადრატული მეტრია. უკვე გარემონტებული, მეორე სასახლეა [ათონელის ქუჩაზე] გამზადებული და იქ არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიანიშნა – იქ ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ეს არის ჩვენი პირადი დაპირისპირების პრობლემა და აქ არ არის საუბარი არც კვადრატულ მეტრებზე და არც გადასახადებზეო. ასეთი ცინიკური განცხადება იშვიათად შეიძლება ნახოთ. ასეთი ცინიზმი, რომ ეს ჩვენი პირადი დაპირისპირების შედეგია და ის ამ სასახლიდან ფეხს არ მოიცვლის… მიუხედავად იმისა, რომ 300 მილიონია ამ სასახლეში დახარჯული, ხოლო მეორეში 26 მილიონი, რომელიც მისივე მოთხოვნების მიხედვით გაარემონტეს…”, – ამბობს ივანიშვილი და აცხადებს, რომ მანამ, სანამ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ამბობდა, რომ არათუ სასახლით, არამედ სახელმწიფო დაცვის სამსახურითაც კი არ აპირებდა სარგებლობას, თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ მიდგომები შეცვალა. ივანიშვილის თქმით, იყო მომენტი, როდესაც მარგველაშვილი ბობოყვათის რეზიდენციის პრეზიდენტისათვის გადაცემას ითხოვდა.

 

“მარგველაშვილი დაპირისპირებაში ივანიშილთან კი არაა, არამედ იმ მარგველაშვილთან, რომელიც ის არჩევნებამდე იყო. საკუთარ ხასიათს უპირისპირდება ეს კაცი. ვერ გაურკვევია, რა და როგორ უნდა. პირად დაპირისპირებაში გადააქვს და კანონთან მაიგივებს. კანონი სთხოვს მას, ასეთი ცინიზმი რომ 9-10 მილიონი ლარი დამატებითი ხარჯები იმიტომ, რომ ივანიშილმა მიანიშნა ვითომ, რომ კანონით იმ სასახლეში გეკუთვნის და მთავრობმაც მიანიშნა. ეს გაგრძელდება კიდევ, ეს ასე ვერ დასრულდება, მე მუდამ შევახსენებ მთავრობასაც და მასაც. ეს არის თუ არა სახელმწიფო. რას ნიშნავს რომ მას სურვილი აქვს?”, – ამბობს ივანიშვილი.


რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს, როცა კანონზე აპელირებს და რომელი კანონი არეგულირებს, პრეზიდენტი ამჟამინდელ სასახლეში იმუშავებს თუ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში, ექსპრემიერი ამბობს:


“მთავრობა წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს და როგორ… არა ის, თავი რომ დაადო და შევიდა. ეგრე არ არის. მას ამაზე ნაზად მიანიშნეს და ვერ გაიგო. მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ. რას ნიშნავს რომ ივანიშილის ახირება იყო… ივანიშვილის ახირება იყოს ის, რომ ორი სასახელეა დაკეტილი? 1500-2000 კვადრატული მეტრი სჭირდება მას რეალურად, რა უფლებებიც აქვს. არაფრის პასუხი არ მოეთხოვება. არაფერი დიდი სტაფი მაგას არ ყავს”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი