ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, უსუფაშვილმა და ქუცნაშვილმა მისი აზრი არ გაითვალისწინეს

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, უსუფაშვილმა და ქუცნაშვილმა მისი აზრი არ გაითვალისწინეს

“არაფორმალური მმართველობა არის მოგონილი ნაციონალური მოძრაობის მიერ. არასწორი ტერმინებია გამოყენებული, როდესაც “არაფორმალურ მმართველობას” იყენებენ. თვითონ დავით უსუფაშვილს, ჩვენ  გვქონდა ჩაჭიდებული საუბარი იმის შემდგომ და საკმაოდ ხანგრძლივი, როდესაც პრეზიდენტი შევიდა დაუკითხავად, არც კანონით, არაფერი ფორმა არ დაიცვა და შევიდა სააკაშვილის პრეზიდენტის სასახლეში. მას ჰქონდა ყველა პირობა კანცელარიაში სამუშაოდ. უსუფაშვილს დავუმტკიცე პირად საუაბარში, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე უნდა გაკეთდეს შესატყვისი აქცენტები. მან საუბარშივე მითხრა, რომ არ ჰქონდა არგუმენტები, მაგრამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა. აქცენტს ისე არ გააკეთებდა ისე, როგორც იყო საჭირო. და მართლაც ის გამოვიდა ტელევიზიით და “გააპრავა”, ასე ვთქვათ. ამის შემდეგ უსუფაშვილისთვის აღარ დამირეკავს და არ მქონია მცდელობა მისთის რჩევა მიმეცა. პირიქით, ჩემთვის რაც მინდოდა, “მოქალაქეს” ვაყალიბებდი, მერე 2030-ს, უსუფაშვილს საჩემო რჩევებს ვეკითხებოდი. სხვათა შორის, საკმაოდ ნიჭიერი კაცია და ბევრი კარგი რჩევაც მომცა. მაგრამ საპირისპიროდ რომ მისთვის რჩევა მიმეცა, მცდელობაც კი არ მქონია, რომ ვნახე, რომ არგუმენტების გარეშე წავიდა და გააკეთა საპირისპირო, კარგად იყავი-მეთქი.”

 

“როდესაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვღებულობდით, მქონდა მცდელობა, უსუფაშვილითვის რჩევა მიმეცა, რომ იმ ფრომით, რა ფორმითაც შევიდოდა კანონი, მხარი დაეჭირა, მან ეს არ გაითვალისწინა და არაფერიც არ მომხდარა. ესე იგი ვერავითარი გავლენა უსუფაშვილოზე ვერ მოვახდინე. სამი მინისტრი წავიდა, “თავისუფალი დემოკრატები”, მაგრამ ვერც ერთი მაგალითი ვერ დაასახელეს. უსუფაშვილს ერთ-ერთ პროექტზე მხარდაჭერა სურდა და მთხოვა ზაქარია ქუცნაშვილისთვის ზარი გამეკეთებინა, მისივე თანდასწრებით ვთხოვე, დავურეკე, მან არ გაითვალისწინა. ზაქარია ქუცნაშვილმაც არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია, არაფერიც არ მომხდარა. ზაქარია ქუცნაშვილთანაც იგივე ურთიერთობა მაქვს, რაც მქონდა  დღემდე. კიდევ ვამბობ, რომ არავითარი ბერკეტი ზემოქმედების მე არ მაქვს. მე არ მყავს ჯარი და ძალოვნები, რომ საკუთარი გავლენა მოვახდინო, ერთადერთი, რასაც ვამბობდი და ვიმეორებ დღესაც, მაქვს მოსახლეობის ჭარბი ნდობა. არჩევნების დროოს ჩემს სიტყვას აქვს ფასი. შემიძლია ხალხს მივანიშნო და ვთქვა ისე, როგორც მე ვფიქრობ, ძალაუფლების წყარო გახლავთ მხოლოდ ხალხი და საზოგადოება, მე მათზე მაქვს, როგორც ჩანს, კარგი პოზიცია დაჭერილი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი