“ვაჟბატონი გვარამია, დღეს რომ ასეთ ისტერიკებშია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ეს კადრები იღებოდა. როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ასეთ პარალელს გავავლებდი მე და ძალიან სიმბოლური დახვედრაა. ვინ არის გვარამია, რა უნდა? ის არის მენეჯრი. ნახეთ რა ხდება, კანონი ავალდებულებს მედიასაშუალებებს, რომ მეპატრონე ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში. ძალაიან დიდი ეჭვია მათი ქცევიდან გამომდინარე. შეხედეთ, კეზერაშვილზე გადაფორმება უნდოდათ შუალედში, სასამართლომ არ გაუშვა. რა შუაშია გვარამია? ის არის მენჯერი ტელეზვიზიის, მან ჟურნალისტებზე უნდა იზრუნოს, რატომ მეპატრონეს ჩაენაცვლა გვარამია? ხომ ყველამ ვიცით ის ეჭვები, რომ რეალური მეპატრორნე ვინცაა? რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მანქანა და არაფერ შუაში არ არის გვარამია. როგორც ის ემსახურებოდა სისტემას, წამების კადრები რომ იღებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე რომ იყო, ისევე იცავს სააგიტაციო მანქანას ნაციონალური მოძრაობის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.