“რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ საზოგადოს და არაფერი პირადული მე არა მაქვს, მე არ ვიხსენებ ქველმოქმედებას – გნებავთ თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება, ამაზე არ გავჩერდები, მაგრამ უამრავი ძვრები მოიტანა ამან ეკონომიკის განვითარებისათვის,” – აცხადებს ივანიშვილი.
ბიზნესმენის თქმით, მისი პროექტების მნიშვნელობას ქართული საზოგადოება აფასებს, “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგობის მცდელობის მიუხედავად.
“ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ მე ურეკში სასტუმრო ჩემთვის მინდა, წავიდეს და ნახოს რამდენი ექსკლუზივია. ყველა ექსკლუზივი ჩემო ფონდით კეთდება და ის ფული არასდროს დაბრუნდება, მაგრამ ძალიან დიდ შანსს მისცემს შავი ზღვის სანაპიროს. იგივე შეიძლება ითქვას “პანორმაზე”, ის დიდ შარმს შემატებს თბილისს და ყველა არქიტექტურული ნორმა არის დაცული,” – ამბობს ივანიშვილი.