ივანიშვილის სწორედ მისდამი ხალხის “ჭარბ ნდობას” უკავშირებს იმას, რომ ის არის ოპონენტების, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის მთავარი სამიზნე.
“კანონს გამითანაბრონ ლამის ნაციონალებმა. აცხადებენ, ივანიშვილი ანგრევს ქართულ კულტურას. არადა, 550 ძეგლი ჩემი თაოსნობით აღდგა, თუმცა დღეს მე მასაღებენ ქართული კულტურის დამანგრევლად”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, მედიაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მისი კომპანია “ატუ” ჩეხავს რაჭაში ტყეს: “ამბობენ, აი, ივანიშვილი ანადგურებს ქართულ ბუნებას, არადა, ეს ორგანიზაცია “ატუ” აშენებს საქართველოში რაგბის სტადიონებს და იგი ქველმოქმედებით არის მხოლოდ დაკავებული. არავითარი სტიმული ამ ორგანიზაციას არა აქვს, რომ ტყე გაჩეხოს, მხოლოდ ქველმოქმედებაში მიდის ყველაფერი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან საქართველოში განხორციელებულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა: “რასაც ვაკეთებ, არავითარი კომერციული ინტერესი მე საქართველოში არ მაქვს, მე მხოლოდ ვხარჯავ. მაქვს ამბიცია, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო”.