ახალი ამბები

ივანიშვილი: “რუსთავი 2” ნაციონალური მოძრაობის სიცრუის მანქანის ნაწილია

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილი: “რუსთავი 2” ნაციონალური მოძრაობის სიცრუის მანქანის ნაწილია

“რუსთავი 2-დან ხშირად ისმის დაუსაბუთებელი და არგუმენტებს მოკლებული ფაქტების გამჟღავნება. კარგი იქნებოდა, რომ მე რუსთავი 2-ის ნაცვლად ნაციონალური მოძრაობა მეხსენებინა ხშირად. რადგან ნაციონალური მოძრაობის მიერაა ეს აწყობილი, ნაციონალური მოძრაობაა ამ ყველაფრის სათავეში, “რუსთავი 2″ არ არის დამოუკიდებელი მედია, ის არის სააგიტაციო მანქანა ნაციონალური მოძრაობის. ამით კანონი არ ირღვევა, ღმერთმა მოახმაროთ. მაგრამ თავისუფალი მედია მე სხვანაირად მეჩვენება,” – აცხადებს ივანიშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, “რუსთავი 2” ერთადერთი მედიაორგანიზავია არ არის, რომელსაც ენმ აკონტროლებს.

 

“და არა მარტო “რუსთავი 2”, მათ საკმაოდ დიდი ქსელი აქვთ დაკავებული ინტერნეტში და აქვთ ბევრი გამოცემა. “ტაბულა” არის მათი ინტელექტუალური ნაწილი. ნაციონალური მოძრაობის ასეთი სიცრუის მანქანის ნაწილია “რუსთავი 2″. ყოველ შემთხვევაში, “ინტელექტუალი ნაწილის” პრეტენზია აქვს ტაბულას,”- ამბობს ივანიშვილი.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეთანხმება მოქმედი მთავრობის წევრებს და აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი ორ სუბიექტს შორის მიმდინარე დავაა და მასში სახელმწიფო ინტერესებს გამორიცხავს.

 

“მეც მოკლედ დავეთანხმები მთავრობის წევრებს, რა თქმა უნდა, ეს  არის ბროძოლა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები და თვითონ “რუსთავი 2″-ის ხელმძღავნელი ყველანაირად ცდილობს, ეს დახატოს ისე, რომ არის მთავრობის დაკვეთა, რომ მათ ებრძვის მთავრობა,”- აცხადებს ივანიშვილი.

 

ამიტომ ივანიშვილისათვის გაუგებარია შექმნილი ვითარება. ის აცხადებს, რომ მსგავსი მოვლენები ტელეკომპანია “მაესტროშიც” მიმდინარეობს, მაგრამ სასამართლო დავები საჯარო სივრცეში არ განიხილება.

 

“ნუ საერთოდ საოცარი აჟიოტაჟი არის ატეხილი ამ სასამართლოს ორგვლივ, რეალურად თუ შევხედავთ რა ხდება სასამართლოში- ჩივის ქიბარ ხალვაში, ყოფილი მფლობელი და დავობს საკუთრებად. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მაესტროში ხდება მსგავსი პროცესები, მე ვიცი და მაქვს ამის შესახებ ინფორმაციას. დაწყებულია, გამოჟონა ამ ინფორმაციამ, იქაც იყო რაღაც მცდელობა, რომ ნაწილი აქციონერების იქაც მთავრობას ხედავდნენ, მაგრამ მიწყნარდნენ. მეც დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა არაფერ შუაშია არც ერთ შემთხვევაში და არც მეორეში.

 

რა ხდება რუსთავი 2-ში? რატომ არის ასეთი ისტერიკა. ჯერ ერთი სასამართლო პროცესი მიდის, იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომლებსაც ვერ ასაბუთებენ.

 

ივანიშვილის თქმით, სასამართლო დავები მედიის ხარისხზე ახდენს გავლენას, თუმცა მსგავსი ფაქტები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა არც ერთ მედიასაშუალებაზე ზეწოლას არ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი