ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, გია დვალთან და ფატი ხალვაშთან ძმების საკითხზე არ უსაუბრია

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, გია დვალთან და ფატი ხალვაშთან ძმების საკითხზე არ უსაუბრია

დგას თუ არა რუსთავი 2–ის გამო სასამართლოს დავის მიღმა ივანიშვილის და ხელისუფლების ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის და, ფატი ხალვაში არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო კიდევ ერთი ყოფილი მესაკუთრის – დავით დვალის ძმა – გია დვალი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახორციელებს პროექტებს საქართველოში? – ამ კითხვაზე ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: 

 

“გია დვალთან ძალიან საინტერესო პროექტს ვახორციელებ, ის არის უნიკალური პიროვენება და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მეცნიერება განვითარდეს საქართველოში”, – ივანიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, მას გია დვალთან, ძმის – დათო დვალის საკითხზე არასდროს უსაუბრია.

 

“დათო ჩამოყალიბებული პიროვნებაა. დათოსთან მე შეხვედრილი ვარ, მე–9 არხის დირექტორობა შევთავაზე და ვერ დავითანხმე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

რაც შეეხება ფატი ხალვაშს, ივანიშვილის თქმით, “ის ძალიან სიმპათიური ქალბატონია და არადროს არ მქონია საუბარია ქალბატონ ფატისთან მის ძმაზე”.

 

ივანიშვილის განცხადებით, ის ასევე შეხვდა ადრე ქიბარ ხალვაშს: “აღვუთქვი დახმარება, მაგრამ ვერ შევძელი” – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ხალვაშმა რუსთავი 2–ის საკითხზე ჯერ იარა პროკურატურაში და შედეგს რომ ვერ მიაღწია, წავიდა სასამართლოში.

 

“საბოლოოდ, თუ მართლები არიან, რატომ არიან ისტერიკაში?” – მიმართა ივანიშვილმა შეკითხვით მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსთავი 2–ის ხელში ჩაგდებას და ის დგას სასამართლო განხილვების მიღმა.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი