ახალი ამბები

გიგა ბოკერია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს

24 ოქტომბერი, 2015 •
გიგა ბოკერია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს

23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს გააკეთა. სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი