“როდესაც პრეზიდენტი შევიდა სასახლეში, მას ჩემთან კონსულტაციები არ გაუმართავს და არ მგონია, რომ ახლაც კონსულტაციისათვის მეძახდეს. ალბათ ისევ [ჭკუის] დარიგების მიზნით დამიძახებს. და მე არ მგონია, რომ იმის საჭიროება იყოს, რომ მე ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ჭკუა დამარიგოს,”- აცხადებს ფოფხაძე.
ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით 22 ოქტომბერს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტმა შეხვედრის სურვილი გამოთქვა მმართველი პარტიის წევრებთანაც.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ამ საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარს.