თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მან და გიგა ბოკერიამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გადადეს თბილისში ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მადრიდის აეროპოტში შეხვდნენ და სტამბულამდე ერთი თვითმფრინავით, მაგრამ სხვადასხვა კლასით იმგზავრეს. მათ არც თვითმფრინავში და არც შემდეგ, სტამბულის აეროპორტში არ უსაუბრიათ.
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia – საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას: 20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გა…
Posted by Tamara Chergoleishvili on Saturday, 24 October 2015
23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი. ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა.